ზუგდიდში მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის პრზენტაცია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიზო სართანია, გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი მაია ჩიტაია და სოციალური განყოფილების უფროსი გოგი რევია, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელწიფო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ.
პროგრამა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური და მცირე ბიზნეს იდეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამა 2015 წლიდან ფინქციონირებს და მისი ბიუჯეტი მიმდინარე წელს საგრძნობლად გაიზარდა. კონკრეტული ბიზნეს პროექტის ხელშეწყობა 500 – დან 4000 ლარამდე დაფინანსდება .
გამოიკვეთა ისეთი სოციალური და ჯანდაცვითი პროექტების დაფინანსება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის მიღმა რჩება. პროექტის ბიუჯეტი მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტს საქველმოქმედო ცენტრი „აფხაზეთი“ ახორციელებს.

Visited 243 times, 1 visit(s) today