ზუგდიდში, მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი „ჯან-მედი“ გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით. დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნაში 100 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ამ ეტაპისთის 30 სამუშაო ადგილია შექმნილი. დიაგნოსტიკური ცენტრის ოფიციალურ გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონტანტინე კაკავა, სამედიცინო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზუგდიდში, მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი „ჯან-მედი“ გაიხსნა
![](https://www.prof-news.com/wp-content/uploads/343118549_777260530421858_5617006033651954754_n.jpg)
29/04/2023