ზუგდიდში 960 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები შენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილი ოჯახისთვის 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სულ ბინა 960 ოჯახისთვის შენდება. აქედან 360 ბინის მშენებლობა თებერვალში დასრულდება. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მერი გიორგი (გეგა) შენგელია გაეცნენ. რვავე კორპუსის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 60 მილიონ ლარზე იხარჯება. 2013 წლიდან დღემდე ზუგდიდში ბინა 867 დევნილ ოჯახს გადაეცა. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში კი, სახლი მიწის ნაკვეთით 602 დევნილ ოჯახს გადაეცა.

Visited 63 times, 1 visit(s) today