ზურაბ აზარაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე და საერთო მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და სხვა ორგანიზაციების მიერ, საქართველოში განხორციელებული პროგრამებისთვის.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, იშიძუკა ჰიდეკის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასევე – განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. იაპონიის ელჩმა, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საელჩოს მესამე მდივანი ბატონი ივატარე ოტარო.

Visited 31 times, 1 visit(s) today