ზურაბ ალავიძე გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. გუდაურში ტურისტულ ობიექტებამდე გზა გაწმენდილია და დამსვენებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის წმენდა მიმდინარეობს გუდაური-კობის (ჯვრის უღელტეხილის) როგორც პირველ (კმ93-კმ99), ასევე მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106). დღეს, დღის განმავლობაში გზა გაიწმინდება და მსუბუქ ავტომანქანებს ჯაჭვებით შეეძლებათ გადაადგილება, ხოლო ხვალიდან აღნიშნულ გზაზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გატარებაც გახდება შესაძლებელი.

Visited 200 times, 1 visit(s) today