ზურაბ ალავიძე მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტებში 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც წყალმომარაგების ქსელის შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმა და ობიექტებზე არსებული ვითარება დაათვალიერა.
სოფელს, მოძველებული და ამორტიზებული ქსელის გამო დღემდე წყალი შეფერხებით მიეწოდება. ნოემბრის ბოლოდან, სოფელ ქვემო ჭალას მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება.
ერთ მილიონიანი პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ასევე მოეწყო სატუმბი სადგური და წყლის ახალი რეზერვუარი. მალე, ადგილობრივები უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.

Visited 166 times, 1 visit(s) today