ზურაბ კუპატაძემ სოფელ თაბაგრებში მშენებარე ტაძარი დაათვალირა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ სოფელ თაბაგრებში მშენებარე ტაძარი დაათვალირა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ადგილზე სარქველეთუბნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა. გამგებელი ტაძრის მშენებლობაში ჩართულ ადგილობრივებს გაესაუბრა და სამუშაოების სხვადასხვა დეტალებით დაინტერესდა. სოფელ თაბაგრებში მართლმადიდებლურ ტაძარს ადგილობრივი მოსახლეობა, კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით აშენებს. ზურაბ კუპატაძემ თაბაგრების საბავშვო ბაღში მიმდინარე მშენებლობის პროცესიც მოინახულა. აღნიშნულ სოფელში საბავშვო ბაღი არ იყო და ის მუნიციპალური ხარჯებით შენდება.

Visited 207 times, 1 visit(s) today