გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარეობს სოფელ ხვარბეთის გავლით, კონჭკათის (კატისციხე) საზღვრამდე დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
კომპანია შპს „ბლექსი გრუპი“ 4 868 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტებას ახორციელებს. პროექტი სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელების მოწყობასაც ითვალისწინებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 977 777 ლარს შეადგენს. ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ბაილეთის ცენტრის გავლით მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია (5667 გრძ.მ). სამუშაოებს შპს „პალადა“ აწარმოებს და მისი ღირებულება 1 893 763 ლარს შეადგენს.
სოფელ ცხემლისიხიდი-სოფ.ვაკიჯვრის გზიდან ბაღდადის ეკლესიამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. (1662 გრძ.მ.) სამუშაოებს შპს „ბონდი 2009“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 730 000 ლარს შეადგენს.
ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით არსებული გზის რეაბილიტაცია. (5666 გრძ.მ) სამუშაოებს შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 434 400 ლარს შეადგენს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მიმდინარე წელს დასრულდება.