ზურაბ ნასარაია, ეკონომიკური განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამას გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში ფაზა 2-ის ფარგლებში, იწყება საპილოტე, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების (LED) ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებს განახორციელონ მცირე მიზნობრივი პროექტები, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის. შეძლონ რეგიონული/ადგილობრივი ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და უზრუნველყონ მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აღნიშნული პროგრამის მუნიციპალიტეტებისათვის გაცნობის მიზნით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP ის კონტრაქტორი ორგანიზაციის (ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის), ეკონომიკური სამსახურის, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროგრამით დაფინანსდება განაცხადები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ბიზნესზე მორგებული ინოვაციური სერვისების და მექანიზმების დანერგვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებზე და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

Visited 65 times, 1 visit(s) today