ზურაბ ნასარაია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხები და რეგიონში მიმდინარე და 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, ისაუბრეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განხორციელებულ სამუშაოებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მერები, მათი მოადგილეები და სამსახურების უფროსები.

Visited 103 times, 1 visit(s) today