ზურაბ ნასარაია საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა დღეს სამუშაო შეხვედრა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართეს. შეხვედრაზე სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის დასკვნითი თამაშების მასპინძელი რეგიონის შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზეც.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის რეგიონებთან ორგანიზაციული უზრუნველყოფის კოორდინატორი მეგი გიგაური, დასავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი ნინო მეთოფიშვილი, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი გოჩა გეგენავა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის რეგიონული კოორდინატორი გურიაში დიმიტრი ტუღუში.

Visited 271 times, 1 visit(s) today