ზურაბ ნასარაია სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის წარდგენის მიზნით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტები, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებს ხვდებიან. საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, 2019 წელს დაგეგმილი და უკვე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიიღონ. აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია ფერმერებისა და მოსახლეობის ჩართულობა. დაინტერესებულ პირებს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge-ზე და მოკლე ტექსტური გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე. ლანჩხუთსა და ჩოხატაურში გამართულ სამუშაო შეხვედრას, ფერმერებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

Visited 68 times, 1 visit(s) today