ზურაბ ნასარაია, „GURIA BIO TEA COMPANY LTD“ – ის მფლობელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„GURIA BIO TEA COMPANY LTD“ – ის მფლობელი მინგ შანგ ჰუანგი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა, რეგიონში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდენ.

„დღეს რწმუნებულს წარვუდგინე სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ეტაპებს, თუ როგორ განხორციელდება გურული ჩაის თანამედროვე ტექნოლოგიებით გადამუშავება. დაგეგმილია მიზნობრივი ტრენინგები, იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს ჩაის გადამუშავების კუთხით დანერგონ ახალი ტექნოლოგიები. მინდა მადლობა გადავუხადო ზურაბ ნასარაიას მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი“ – განაცხადა მინგ შანგ ჰუანგმა.

ამ ეტაპზე „GURIA BIO TEA COMPANY LTD“ თანამშრომლობს ანასეულისა და შემოქმედის ჩაის საწარმოებთან, სადაც პირველ ეტაპზე დაინერგება ახალი ტექნოლოგიები. სამომავლოდ კომპანია დაინტერესებულია გურიაში ჩაის ფაბრიკის აშენებით და წარმოებული პროდუქციის ექსპორტით. იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საწარმოსთვის საჭირო დანადგარების შემოტანაც.
შეხვედრა ესწრებოდნენ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი თეიმურაზ მიხანაშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ალეკო მამეშვილი და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომელი კახაბერ ტოტოჩავა.

Visited 148 times, 1 visit(s) today