ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძე წარუდგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქედის მუნიციპალიტეტშიც წარადგინეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძე წარუდგინა. ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში – ილია ნაკაშიძე და მერაბ კარანაძე ესწრებოდნენ. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ლევან გორგილაძე ყველაფერს გააკეთებს ქედის მოსახლეობის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის. ლევან გორგილაძე ქედის მერობის კანდიდატად წარდგენამდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად მუშაობდა. ბოლო წლებში იყო ასევე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ლევან გორგილაძე პროფესიით ექიმია. მან 1982–1988 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. 1994 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ქედის მოსახლეობას ლევან გორგილაძემ სიტყვით მიმართა და მათ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქედის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გააცნო. ქედაში ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: დაბა ქედა – კარლო თურმანიძე, მერისი – შუქრი თურმანიძე, ოქტომბერი – უშანგი დუმბაძე, მახუნცეთი – ზურაბ თავდგირიძე, პირველი მაისი – ბადრი შავლიძე, ზვარე – ამირან დევაძე, წონიარისი – სილოვან ბერიძე, ცხმორისი – ოთარ ბოლქვაძე, დანდალო – ოთარ ხარაძე. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

Visited 271 times, 1 visit(s) today