ზურაბ პატარაძემ ასტანას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნორსულთან ნაზარბაევმა გახსნა, გლობალურ განვითარებას, ციფრულ ეკონომიკას, თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებს და აღნიშნული მოცემულობის ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ ამოცანებს ეხებოდა. გახსნით სესიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს გაერო-ს მერვე გენერალურმა მდივანმა ბან გი მუნმა, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ასევე ცნობილმა მეცნიერმა მუტიო კაკუმ, კომპაია Apple თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა, ციფრული ეკონომიკის გურუმ ენდრიუ მაკკაფმა, გოლდმან საჩის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჯიმ ო’ნილმა და სხვა ცნობილმა ექსპერტებმა.

Visited 157 times, 1 visit(s) today