ზურაბ პატარაძემ ბოძაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხულოს მუნიციპალლიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად სოფელ ბოძაურის მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა. თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელს დაიწყო და 2018 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება. სარემონტო სამუშაოებს შპს ,,ლაპოტი“ ახორციელებს. მშენებლობაზე 8 კაცია დასაქმებული. 50 ბავშვზე გათვლილი ბოძაურის ახალი საბავშვო ბაღის სახელშეკრულებო ღირებულება 283 555 ათასი ლარია.

Visited 174 times, 1 visit(s) today