ზურაბ პატარაძემ გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი დღეს დილით იპოვეს. გარდაცვლილი 14 წლის მურმან ფუტკარაძე ოთხი დღის წინ გაუჩინარდა. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ზურაბ პატარაძემ. მასთან ერთად იმყოფებოდნენ შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე. აჭარის მთავრობის თავმდჯომარე ზურაბ პატარაძე სოფელ შუბანს სამძებრო სამუშაოების დასრულებამდე ესტუმრა და სამაშველო სამსახურის მუშაობას ადგილზე გაეცნო. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს 4 დღის მანძილზე გაწეული სამძებრო სამუშაოებისთვის. შემთხვევა შუახევში, სოფელ შუბანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, რომელიც მდინარეში გადავარდა. მოზარდი ბურთის მოსატანად წავიდა და გაუჩინარდა.

Visited 252 times, 1 visit(s) today