ზურაბ პატარაძემ ოქროს მედალოსნები დააჯილდოვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს აჭარაში 2015-2016 სასწავლო წლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ზურაბ პატარაძემ მედალოსნებს სკოლის საუკეთესო შედეგით დამთავრება მიულოცა, წინსვლა და წარმატებები უსურვა და ოქროს მედალოსნები დააჯილდოვა. ღონისძიებაზე წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს და ვერცხლის მედლები ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა გადასცეს. ოქროს მედლის მფლობელი 166 კურსდამთავრებული, ხოლო ვერცხლის მედლის კი – 92 კურსდამთავრებული გახდა. მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს. პროექტს „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების ქვეპროგრამა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩ

Visited 237 times, 1 visit(s) today