ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მოწვევიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ზურაბ პატარაძესთან ერთად ანგარიშის წარდგენას რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს ანგარიში მოისმინეს სტუდენტებმაც.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა დეტალურად ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ცვლიელებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც მათი საქმიანობის პერიოდში განხორციელდა. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც დავით გაბაიძემ და დეპუტატებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
საანგარიშო პერიოდში (7 თვე) მე-4 მოწვევის უმაღლესმა საბჭომ მიიღო 56 სამართლებრივი აქტი, მათ შორის, 37 დადგენილება, 14 ცვლილება კანონში, 5 რეგლამენტის ცვლილება. ჩატარდა ბიუროს – 30, 6 პლენარული და 9 რიგგარეშე სხდომა. არასასესიო პერიოდში უმაღლეს საბჭო აგრძელებს მუშაობას. საშემოდგომო სესია სექტემრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

Visited 176 times, 1 visit(s) today