ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინის პრეზიდენტს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინის პრეზიდენტს მაურისიო მარკის შეხვდა.
არგენტინის პრეზიდენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილს მიულოცა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველოს ელჩმა მაურისიო მარკის გააცნო ორგანიზაციაში მუშაობის პრიორიტეტები და ამ მიმართულებით განიხილა არგენტინასთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ესპანეთის სამეფოში შეხვედრები გამართა ასევე არგენტინის ტურიზმის მინისტრთან და ბუენოს-აირესის ტურიზმის ხელმძღვანელთან.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინას მენდოსაში ღვინის გლობალური ტურიზმის კონფერენციის ფარგლებში სტუმრობს. საქართველოს ელჩი დღეს კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინაში ვიზიტის შემდეგ ურუგვაის ესტუმრება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები ურუგვაის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრებთან.

Visited 167 times, 1 visit(s) today