ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სრულდება ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილე და პარლამენტში ვგეგმავთ, რომ ეს იუბილე აღვნიშნოთ. ზურაბ ჟვანია გახლდათ სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. ფაქტობრივად, მან პარლამენტი აქცია ისეთ ინსტიტუციად, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და ასევე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Visited 27 times, 1 visit(s) today