ზურაბ სეხნიაშვილმა, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 25 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, ტრადიციულად სამუშაო შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრაზე რეგიონალურ საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა მიმდინარე სამუშაოები.
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ამ შეხვედრების მიზანი სამუშაოების გაკონტროლება და შემსრულებელი კომპანიების მიერ სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დროულად და ხარისხიანად შესრულებაა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტეტურისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენლები.

Visited 133 times, 2 visit(s) today