ზურაბ სეხნიაშვილმა, ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 2 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონალურ საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა მიმდინარე სამუშაოები. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტეტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი – იოსებ ღარიბაშვილი.

Visited 90 times, 1 visit(s) today