ზურაბ სოტკილავა საქართველოს ერთგული შვილი იყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მსოფლიო დონის საოპერო მომღერლისა და ხელოვანის, ჩვენი საამაყო მამულიშვილის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო.
ზურაბ სოტკილავა საქართველოს ერთგული შვილი იყო. მან სიცოცხლის ბოლომდე ატარა მშობლიური აფხაზეთის ტკივილი.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს ზურაბ სოტკილავას ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს.

Visited 221 times, 2 visit(s) today