თავდაცვის მინისტრი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლებსა და ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა მათთან ერთად სოფელ დიღომში მდებარე ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც უახლოეს ხანში სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სასტუმრო-სარეაბილიტაციო სახლი აშენდება.

სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად ფონდს მიწა მთავრობამ გამოუყო. სამხედრო მოსამსახურეები კი დღეს ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ.

„თავდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, დაეხმაროს „ბერი ანდრიას ფონდს“, ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ. კარგა ხანია, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ფონდს ტერიტორია გადაეცა. ჩვენი ახალგაზრდების სურვილი იყო და გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე დღე დავეხმაროთ მათ ტერიტორიის დასუფთავებაში. მადლობა მინდა ვუთხრა სამხედროებს, რომ მუდმივად ასეთი ენთუზიაზმით ეხმარებიან ამ ბავშვებს. მათი სიცოცხლის გადარჩენა ყველა ჩვენგანის საქმეა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

“ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარება და ბავშვთა მკურნალობის, მათი რეაბილიტაციისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.

Visited 124 times, 1 visit(s) today