თავდაცვის მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
ლევან იზორიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს და კონკრეტული გეგმებიც დასახეს.
„თავდაცვის სფეროში, სტრატეგიული მართვის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უწყებათშორის თანამშრომლობას. ეს მკაფიოდ არის აღნიშნული ჩვენს სტრატეგიულ გეგმაში. ცალკეულ უწყებებთან, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან თანამშრომლობას ერთ-ერთი პრიორიტეტული მნიშვნელობა ექნება მომავალში. დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა უშიშროების საბჭოს მდივანთან. დავსახეთ თანამშრომლობის საინტერესო ფორმატი. მომავალში ასეთ შეხვედრებს უფრო ინტენსიური ხასიათი ექნება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა.

Visited 119 times, 1 visit(s) today