თავდაცვის მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროექტების განხორციელების საკითხები და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები იყო.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში დაგეგმილ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ (GDSC); ასევე, ამ ღონისძიებისთვის დაგეგმილ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტსა და მასთან განსახილველ საკითხებზე.
შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლუიზა ხითარიშვილი დაესწრო.