თავდაცვის მინისტრი საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა.
ლევან იზორიამ ევროკავშირის ელჩს მხარდაჭრისათვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები განიხილეს. საუბარი საქართველოს მიერ მსოფლიო უსაფრთხოებისათვის გაღებულ წვლილს, კერძოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ევროკავშირის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ჩართულობის საკითხსაც შეეხო.
„თავდაცვის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის. გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი, რომელსაც ემყარება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ ჩავატარეთ 250-მდე შეხვედრა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ვახორციელებთ მონიტორინგს უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში და ასეთი ფორმით წარმოვადგენთ ევროკავშირს“, – განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და EUMM-ის წარმომადგენელი დაესწრნენ.

Visited 145 times, 1 visit(s) today