თავდაცვის მინისტრი ყატარის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ყატარის დელეგაციას შეხვდა. თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაზე და სამხედრო განათლების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყატარის დელეგაციის წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სამხედრო ინდუსტრიის საკითხით.
სტუმრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაათვალიერეს, ქართულ მხარეს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კუთხით წარმატებები უსურვეს და თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს.
ყატარის დელეგაციამ თინათინ ხიდაშელი დოჰაში მიიწვია.

Visited 169 times, 1 visit(s) today