დავით ებრალიძე საუდის არაბეთის სახმელეთო ძალების დელეგაციას შეხვდა

25/05/2016

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე საუდის არაბეთის სახმელეთო ძალების დელეგაციას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზე.
საუდის არაბეთის დელეგაციასთან შეხვედრას სსსტც “დელტას” წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0