თავდაცვის სამინისტროში რეფორმის და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჰაერო ძალების სარდლობა იქმნება, რომელიც ავიაციას და საჰაერო თავდაცვას აერთიანებს. თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი უახლოეს პერიოდში დაინიშნება.
„თავდაცვის სამინისტროში რეფორმის და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციით, მათი თანხმობით, რამდენიმე თვის წინ ამ რეფორმის პირველი ეტაპი განვახორციელეთ, როდესაც ორი სარდლობა – აღმოსავლეთ სარდლობა და დასავლეთ სარდლობა შევქმენით. შემდეგი ეტაპი იყო უკვე ავიაციის და საჰაერო თავდაცვის რეფორმა. რამდენიმეთვიანი საუბრების, შეჯერების, გენერალურ შტაბთან და სამხედროებთან ერთად ყველა საკითხის დეტალურად გავლის შემდეგ მთავრობამ დაამტკიცა შესაბამისი ცვლილება სარდლობის შექმნის შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ კვირის ბოლომდე ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი დაინიშნოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლომდე დასრულდება ამ სარდლობის ფორმირება. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან საჰაერო თავდაცვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არის საშუალება, რომ ამ პრიორიტეტის ხორცშესხმა მოხდეს და რეალური, პრაქტიკული მექანიზმებით დაიტვირთოს. ქართულ-ფრანგული კონტრაქტი აქტიურ ფაზაშია შესული. ამასთანავე, ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტში საჰაერო თავდაცვა და ავიაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა დავასრულოთ ვარშავის სამიტამდე, სანამ ახალი საშუალებები ახალი ინსტრუმენტები და გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოსთან მიმართებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და მზადმყოფი, სრულფასოვანი სარდლობით შევხვდეთ ახალ გამოწვევებს, რომელსაც ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ და ველოდებით სამიტის შემდეგ“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

Visited 130 times, 1 visit(s) today