თავდაცვის სამინისტროში ჯეიმს ჰოლბრუკის გაცილების ცერემონია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის ჯეიმს ჰოლბრუკის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ჯეიმს ჰოლბრუკი, საქართველოში ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ, აშშ-ში ბრუნდება.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ჯეიმს ჰოლბრუკი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის უწყებრივი მედლით დააჯილდოვა. მინისტრის მოადგილემ SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ჯეიმს ჰოლბრუკის მიერ გაწეული შრომა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გახნისა და ფუნქციონირების საქმეში.
ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნატო-საქართველოს ფარგლებში კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები და თავდაცვის ატაშეები, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Visited 140 times, 1 visit(s) today