თამაზ მეჭიაური: „ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა წარსდგეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა წარსდგეს.

„არჩევნებში კოალიციურად მონაწილეობის აუცილებელობას ვერ ვხედავ. ძირითადად, კოალიციურად ის სუბიექტები მონაწილეობენ არჩევნებში, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას” ბარიერის გადალახვის პრობლემას არაფერი არ უქმნის და მისთვის აუცილებელი ზოგიერთი პარტიის რეანიმაციიდან გამოყვანა, რატომ უნდა იყოს? ზოგიერთი უკვე შეიძლება კარგად არის, მაგრამ რეანიმაცია მუდმივ რეჟიმში მუშაობს”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

Visited 217 times, 1 visit(s) today