მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი გოროზიამ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა: • საკანალიზაციო მილები და ჭები ლითონის სახურავებით; • ახალი ლითონკონსტრუქციის ღობე რკინაბეტონის ცოკოლით; • მთავარი შესასვლელი ლითონის ორფრთიანი კარი; • კარიდან ბაღის შენობამდე მისასვლელი ბეტონის ბილიკი თავისი ბორდიურებით; • არტეზიული ჭა ელექტროტუმბოთი; პროექტის ღირებულება 24 600 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი.მ ჯაბა გვილავა ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია -7 ადგილობრივი. საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.