თამაკონში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტში თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 1 160 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია კიუვეტების, რკინა ბეტონისა და ლითონის მილების მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 192 518 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს. თამაკონის გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 155 times, 1 visit(s) today