თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ, ზოგადად, სპორტი და თავისი გამორჩეული ადგილი აქვს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ, ზოგადად, სპორტი და თავისი გამორჩეული ადგილი აქვს, რა თქმა უნდა, ძიუდოს. ჩვენი ინტერესია მაქსიმალურად განვითარდეს, ზოგადად, სპორტი ჩვენს ქვეყანაში. კიდევ მეტი წარმატება გვინდა ძიუდოში განსაკუთრებით და ამისთვის, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კეთდება, რაც გასაკეთებელია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფილმის პრეზენტაციაზე. მისივე თქმით, ახალი დოკუმენტური ფილმი თავის წვლილს შეიტანს სპორტის პოპულარიზაციაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის პოპულარიზაცია და ეს ფილმიც თავის წვლილს შეიტანს, ბუნებრივია, სპორტის პოპულარიზაციაში. მინდა წარმატებები ვუსურვო ქართულ სპორტს, ჩვენს სპორტსმენებს და ჩვენს ძიუდოისტებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ფილმის პრეზენტაციაზე დასწრებისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს პატივი დაგვდეთ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე და მობრძანდით ფილმის ჩვენებაზე. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ სპორტი გვაინტერესებს და გვაინტერესებს წარმატებები“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

დოკუმენტური ფილმი „ძველი კიმონო“, რომლის პრეზენტაცია საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა, ძიუდოს ქართული კლუბის „ბლექ თაიგერის“ და ლატვიური კლუბის „ლიდოს“ ერთობლივი პროექტია.ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები, მოქმედი და ვეტერანი ძიუდოისტები, ძიუდოს მწვრთნელები, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ლატვიიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან.
ფილმის პრეზენტაციის შემდეგ, პარლმენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოლიმპიური მუზეუმიც დაათვალიერა.

Visited 80 times, 1 visit(s) today