თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობით 48-ე საჯარო სკოლაში გარე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი, ნაძალადევის რ-ნის გამგებლის მოადგილე ბეჟან ხუციშვილი და თბილისის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი საბჭოს მდივანი გიგა სოფრომაძე, 48-საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. სკოლაში 14 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი სწავლობს.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ სკოლის ინფრასტრუქტურას. თამარ ტალიაშვილი სკოლას ნაძალადევის გამგეობის დახმარებით უახლოეს მომავალში პანდუსის მოწყობას დაჰპირდა.

“ჩემი შუამდგომლობით, ნაძალადევის გამგეობა მზად არის სკოლას მოუწყოს პანდუსი. ასევე, ამ სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე ჩემი რეკომენდაციით თბილისის მერიიდან მათ სექტემბრიდან გამოეყოფათ სპეციალური ტრანსპორტი,” – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

Visited 282 times, 1 visit(s) today