თამარ ტალიაშვილმა და თევდორე კობახიძემ სოფიკო ჭიაურელის მემორიალური დაფა გახსნეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის N54-ე საჯარო სკოლას საქართველოს დამსახურებული არტისტის სოფიკო ჭიაურელის სახელი ოფიციალურად მიენიჭა და სკოლის კედელზე მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ მიიღეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
საქართველოს დამსახურებული არტისტის, N54-ე სკოლის კურსდამთავრებულის სოფიკო ჭიაურელის სახელის ამავე სკოლისთვის მინიჭების თაობაზე საკრებულოში განცხადება მიმდინარე წლის აპრილში შევიდა, რის შემდეგაც საკითხი განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე იქნა განხილული.
საკუთარ გამოსვლაში თამარ ტალიაშვილმა სკოლის დირექტორს ქეთევან ჩოქურს მადლობა გადაუხადა, სოფიკო ჭიაურელის დამსახურებაზე ისაუბრა და ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ N54-ე საჯარო სკოლა კიდევ არაერთ გამოჩენილ ადამიანს აღზრდის.
ღონისძიებას სოფიკო ჭიაურელის ოჯახის წევრები, კოლეგები, თბილისის მერიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 164 times, 1 visit(s) today