თამარ ჩუგოშვილმა შეთავაზება პირადად გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქართული ოცნების“ ახალმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა შეთავაზება პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მას აქვს გამოცდილება პოლიტიკის შემუშავების საკითხეში, დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით, შესაბამისად, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს.

„რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას და კიდევ უფრო გამყარებას, ამაზეც მექნება ალბათ მუშაობა. ასევე ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერებაზე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, რა პოზიცია ექნება მას თუკი აღმოჩნდება, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში არიან ევროატლანტიკური მიმართულების მოწინააღმდეგე პირები, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ მას მსგავსი მოლოდინი არ აქვს.

რაც შეეხება რეპლიკას იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ უფრო იყვნენ ე.წ. რეტროგრადები, ასევე ნოვატორულ იდეებს პრობლემები ექმნებოდა, ჩუგოშვილმა აღნიშნულ რეპლიკაზე უპასუხა, რომ მსგავსი წინააღმდეგობა მას არ შეხვედრია. უკვე ერთი კვირაა „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს და მხოლოდ მხარდაჭერას გრძნობს ყველა მხრიდან.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქმე შეეხებოდა გოგი თოფაძეს, ჩუგოშვილი აღნიშნულ რეპლიკას გამოეხმაურა, რომ გოგი თოფაძე კოალიცია „ქართული ოცნება“ აღარ არის იმ ფორმით, რა ფორმითაც ის იყო.

Visited 154 times, 1 visit(s) today