ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მასპინძლობით გამართულ კონფერენციაში – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება საპარლამენტო ჩართულობის გაძლიერებით“ მონაწილეობენ.
კონფერენციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტები, ევროპარლამენტის წევრები, საპარლამენტო დელეგაციები იტალიიდან და ბოსნია-ჰერცეგოვინადან, აღმასრულებელი ხელისუფლების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობენ.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები მოხსენებით წარდგებიან თემებზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა ჯანმრთელობის და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებსა და გამოწვევებზე“ და „საპარლამენტო ჩართულობის გაძლიერების პერსპექტივა მდგრადი განვითარების მესამე და მეხუთე მიზნებთან მიმართებაში და მათ მიღმა“.