თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ალილოს მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქში გამართულ ტრადიციულ საშობაო ალილოზე თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. დედაქალაქის მერიის სახელით, ვიცე-მერმა ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა.

„მინდა ყველას მივულოცო შობის დღესასწაული. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. ეს ბავშვები აქ საოცარ გარემოს ქმნიან – სიკეთითა და სიცოცხლით სავსე ბავშვები არიან. მიხარია, რომ ისინი არიან ქვეყნის მომავალი თაობა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს, მერიის სახელით, აქედან, ჩემს შვილებთან და ამ ბავშვებთან ერთად მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო მთელ ერს, სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული. ვისურვებ, ამ დღის მადლი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და მთლიანად საქართველოს!“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ალილოს მსვლელობისას შეგროვებული ტკბილეული სამების ახალგაზრდული ცენტრიდან მიუსაფარ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე საპატიმროებში გადანაწილდება. ტრადიციული ალილო დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება. მსვლელობაში მრევლი, ბავშვები და სასულიერო პირები მონაწილეობენ.

Visited 117 times, 1 visit(s) today