თბილისის მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას თემქის ხევის კვლევის შედეგები წარუდგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ თამარ ტალიაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას თემქის ხევის კვლევის შედეგები წარუდგინა. თემქის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განისაზღვრა. გენგეგმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, თბილისის მერიამ ჩაატარა წინასაპროექტო კვლევა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. კვლევის შედეგებით, პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა. მაია ბითაძის თქმით, ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მდინარის გახსნა.

„ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზღვის უბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საპროექტო სამუშაოები და სამშენებლო სამუშაოებიც, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ამ საკითხზე საჯარო შეხვედრები კვლევის დაწყებამდეც გაიმართა. როგორც აქამდე, ისე დღესაც აღინიშნა, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობას. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები.

Visited 213 times, 1 visit(s) today