თბილისის მერიამ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს ფართები, რომლებშიც ათწლეულებია ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაუკანონა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს იმ საცხოვრებელი ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, რომლებშიც უკვე ათწლეულებია ცხოვრობენ. კახა კალაძის თქმით, მისი მერობის პერიოდში უკვე 1400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა ქონება.

„ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, როგორც კი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით. დღეის მდგომარეობით, 1400-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში გარკვეულ საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ამ ადამიანებს მივულოცო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე შეიჭრას კონკრეტულ ტერიტორიაზე და შემდეგ მოითხოვოს მისი დაკანონება. ეს მიუღებელია. იმ ადამიანებს კი, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ საცხოვრებლის დაკანონებას, მაქსიმალურად დავეხმარებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Visited 34 times, 1 visit(s) today