თბილისის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯი მაქსიმალურად დაბალ დონეზეა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯი მაქსიმალურად დაბალ დონეზეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გაუქმების თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, ამ ეტაპზე თბილისის მერიის ქვემდებარე 50 – მდე სსიპ და ა(ა)იპ-ია.

”თბილისის მერიაში ჩვენ არაერთი ოპტიმიზაცია ჩავატარეთ, არაერთი სამსახური, რომელიც ჩვენი აზრით იყო ზედმეტი, შეერწყა სხვა სამსახურს ან გაუქმდა. ამან მოგვცა საშუალება, რომ ადმინისტრაციული ხარჯები დაგვეზოგა და მაქსიმალურად დაბალ ნიშნულზეა თბილისის მერიის სისიტემაში ადმინისტრაციული ხარჯი.
თბილისის მერიის ქვემდებარებაში 50-მდე სსიპი და ა(ა)იპ-ია, მათ შორის კულტურული და სპორტული დაწესებულებებია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ბაღების გაერთიანება”, – განაცხადა ნარმანიამ.

Visited 286 times, 1 visit(s) today