თბილისის მერიაში მიწის რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერიაში მიწის რეგისტრაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. თბილისის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა განიხილეს მოქალაქეებისათვის მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივების საკითხები. ასევე იმსჯელეს შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე, შემდგომ დახვეწაზე და აღნიშნულ პროცესში მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობაზე.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს კანონით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ მუნიციპალიტეტებისათვის დადგენილი უფლებამოსილებების ეფექტურად განხორციელების მიზნით მხარეებს შორის მოსაზრებების გაზიარება.
მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესის გამარტივების და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მიზნით სახელმწიფო პროექტი წარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და პროცესში აქტიურად არის ჩართული თბილისის მერია.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, გამგებლები.

Visited 122 times, 1 visit(s) today