თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს. ავტობუსები მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:

მეტრო „ახმეტელის თეატრი“ – 175-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში 175-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იგივე მარშრუტს გაივლის.
მეტრო „ახმეტელის თეატრი“ – 39, 173 და 177-ე საჯარო სკოლები. მოძრაობას დაიწყებს ხიზანიშვილის ქუჩიდან, მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე, გაივლის 39-ე და 173-ე საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით 177-ე საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო „ახმეტელთან“ ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება.
მეტრო „ვარკეთილი“ – 117-ე საჯარო სკოლა. ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება „ვარკეთილის ხიდებამდე“, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას 117-ე საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო „ვარკეთილთან“ დაბრუნდება.
მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელი – 103-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე 103-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელთან დაასრულებს.

Visited 122 times, 1 visit(s) today