თბილისის მერია, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე იმუშავებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერია, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ისე, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას – ამის შესახებ, დღეს, კახა კალაძემ განაცხადა.
„ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ამისათვის 4 წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაც“ – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

Visited 277 times, 1 visit(s) today