თბილისის მერია რამდენიმე გამგებლის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერია რიგ გამგეობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როგორც prof-news-ს დედაქალაქის მთავრობაში განუცხადეს, იმაზე მეტს, ვიდრე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორი დღის წინ განაცხადა, ვერაფერს იტყვიან.
დავით ნარმანიამ კი 23 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ სისტემაში გარკვეული ცვლილებები იყოს, თუმცა, როგორც განმარტა, თანამდებობის დატოვების განცხადებით მისთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ისნის, სამგორის და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვონ.

Visited 103 times, 1 visit(s) today