თბილისის მერიის განცხადება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გვსურს გამოვეხმაუროთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დაკავებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მთავრობა დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ითანამშრომლებს.
ამასთან, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებისა და კორუფციის ფაქტებს არ დაუშვებს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, შესაბამის ზომებს გაატარებს.
მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, ზომები გატარდება.

Visited 95 times, 1 visit(s) today