თბილისის მერი დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. საგზაო სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩის №8, №8ა და №8ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოებში, დაახლოებით 4300 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები. საგზაო სამუშაოებისათვის 260 000 ლარია გამოყოფილი. კახა კალაძის განცხადებით, გაზაფხულიდან თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. „გაზაფხულიდან მთელ ქალაქში საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. ყველა რაიონში იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ვფიქრობ, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილი დარჩება. ჩვენს მიერ დაანონსებული იყო აღმშენებლობის პროცესი და გაზაფხულიდან სწორედ ამ პროექტების განხორციელებას დავიწყებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავდადებულის ქუჩაზეც გაეცნო, სადაც ასევე დაახლოებით 4300 კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. გარდა ამისა, თავდადებულის ქუჩა №14-ის მიმდებარედ, ამ დროისთვის მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები. თბილისის მერთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.

Visited 221 times, 1 visit(s) today